ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

გიორგი ვაშაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისრაელის ელჩთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ისრაელს აქვს განვითარებული ეკონომიკა სოფლის მეურნეობისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით და საქართველოს აუცილებლად დასჭირდება ებრაული ინვესტიციები:

შევხვდით ისრაელის ელჩს და ვისაუბრეთ, რაღა თქმა უნდა, საარჩევნო გარემოზე, რომელიც არის ქვეყანაში, თუმცა ამავდროულად ვისაუბრეთ იმ დიდი თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც, რაც არის საქართველოსა და ისრაელს შორის. ისრაელს აქვს განვითარებული ეკონომიკა სოფლის მეურნეობისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ებრაული ინვესტიციები საქართველოში, რომლებიც სწორედ ამ სექტორებში შექმნიან სამუშაო ადგილებს და დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული