spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასკოლამ და მასწავლებელმა გაცილებით უკეთესად იცის რა სჭირდება...

სკოლამ და მასწავლებელმა გაცილებით უკეთესად იცის რა სჭირდება მოსწავლეს, ვიდრე განათლების სამინისტროში მუდმივად ცვალებადმა ბიუროკრატებმა – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ოპოზიციონერმა ლიდერმა პედაგოგებს გააცნო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სკოლა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური წნეხისგან და უნდა შეიქმნას თავისუფალი გარემო, იმისთვის რომ სკოლამ თავისუფალი ადამიანები აღზარდოს:

უმნიშვნელოვანესი საკითხი განათლებაა, რომელიც უნდა იყოს აღმშენებლობის პროცესის ფუნდამენტი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს აქვს კონკრეტული ინიციატივები, პირველ რიგში, მასწავლებელი, სკოლა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური წნეხისგან და თავისუფალი გარემო უნდა შეიქმნას, იმისთვის რომ თავისუფალი ადამიანები აღიზარდონ.

  • პირველი: სკოლის დირექტორების პირდაპირი არჩევის წესი გვსურს რომ დავნერგოთ;
  • მეორე: უნდა დასრულდეს გაუთავებელი ექსპერიმენტები მასწავლებლებთან დაკავშირებით;
  • მესამე: ანაზღაურების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე სკოლის დირექტორებისთვის;
  • მეოთხე: კერძო სკოლების განთავისუფლება სახელმწიფო რეგულაციებისა და მარწუხებისგან, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და თავისუფლება შექმნან სხვადსხვა ტიპის საგანმანათლებლო სივრცეები.
  • მეხუთე: დაფინანსება სრულად უნდა მიჰყვებოდეს მოსწავლეს, აირჩევს ის საჯარო სკოლას, თუ კერძო სკოლას, თანაბარი უნდა იყოს დაფინანსება ორივეს შემთხვევაში. არა გარკვეული პროგრამებით მანიპულირებადი დაფინანსება, არამედ პირდაპირ უნდა იყოს ეს დაფინანსება;

სკოლის დირექტორების ხელფასი პირდაპირ ვამბობ, რომ უნდა იყოს მინიმუმ 3000 ლარი. იგივე, პრინციპი გვინდა ბაღის ხელმძღვანელებზე, ბაღის დირექტორების ხელფასი მინიმუმ 1500 ლარი უნდა იყოს, ამ ეტაპზე მაინც შემდგომში აუცილებლად ზრდის პერსპექტივით.

მთავარია, ჩვენ შევქმნათ დამოუკიდებელი არა განათლების სამინისტროსგან პოლიტიკურად მართული სკოლა, არამედ რეალურად დამოუკიდებელი, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და თვითონ იმუშავებს მოსწავლეების განვითარებაზე, რაც მთავარია, მართლა, ვფიქრობ, რომ სკოლამ და მასწავლებელმა გაცილებით უკეთესად იცის რა სჭირდება მოსწავლეს, ვიდრე განათლების სამინისტროში მუდმივად ცვალებადმა ბიუროკრატებმა, რომლებმაც ექსპერიმენტების ფუნდამენტად აქციეს ფაქტობრივად განათლების სისტემა, კიდევ ვიმეორებ აღმშენებლობის მთავარი ფუნდამენტი არის განათლების სისტემა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიკა ხორავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“დამიჯერე… ეს ისტორია ჩვენს შორის ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ გვექნება რევანში” – ილია თოფურია...

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას...

“ბოროტება წარმატებული მხეცის ნიშანია!” – ლაშა ბუღაზე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...