მედიკამენტების ფასები და ხარისხი არის ის პრობლემა, რომელიც აღარიბებს სრულიად მოსახლეობას, განსაკუთრებით მის მოწყვლად ნაწილს მოხუცებს, პენსიონრებს – სერგო ჩიხლაძე

53

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ აქვთ კონკრეტული გეგმა წამლების ხარისხთან და ფასებთან მიმართებაში. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს მიაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად უნდა გადაწყდეს, რადგანაც იგი აღარიბებს სრულიად მოსახლეობას, განსაკუთრებით მის მოწყვლად ნაწილს მოხუცებს, პენსიონრებს. მისი განმარტებით დაინერგება ხარისხის ევროპული სტანდარტები, რომ საქართველოში არ შემოვიდეს არცერთი უხარისხო მედიკამენტ და ასევე ფასებთან მიმართებაში „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი აპირებს გამჭვირვალე საერთაშორისო ტენდერების დანერგვას:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა წამლების ხარისხთან და ფასთან მიმართებაში. ეს არის ის პრობლემა, რომელიც აღარიბებს სრულიად მოსახლეობას, განსაკუთრებით მის მოწყვლად ნაწილს, მოხუცებს, პენსიონრებს.

ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი, რომ ვაპირებთ ვიზრუნოთ ხარისხზე, რომ საქართველოს ბაზარზე არ შემოვიდეს არცერთი უხარისხო მედიკამენტი და ასევე დაინერგება ხარისხის ევროპული სტანდარტები და ამის გაკეთება სულ რამდენიმე თვეშია შესაძლებელი. მოგეხსენებათ ამისათვის საჭიროა პოლიტიკური ნება. მეორე ფასთან მიმართებაში დავნერგავთ ფასების გამჭვირვალობას, დავნერგავთ გამჭვირვალე საერთაშორისო ტენდერებს, რომლითაც მოხდება წამლების შესყიდვა.

სახელმწიფო პროგრამებისთვის შევიმუშავებთ ესენციური მედიკამენტების ნუსხას, რომელიც ჩაჯდება სახელმწიფო პროგრამაში და დამატებით ევროპულ სტანდარტების რეგულაციებს დავნერგავთ, როგორიც არის მაგალითად ფასნამატთან დაკავშირებით და ასევე სხვა რეგულაციებს, რომელიც ყველა ევროპულ განვითარებულ ქვეყანაშია დანერგილი. ამ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან მაქსიმუმ ერთი წელი დასჭირდება,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები