ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს საკუთარი პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცენ – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ ბელარუსის სუვერენიტეტს მხარს უჭერს:

ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა.

მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს მისცენ საშუალება, გამოხატონ საკუთარი პროტესტი.

ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ბელარუსიის სუვერენიტეტს და ვთვლით, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს პატივისცემით უნდა მოექცეს,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული