ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

წყალტუბოში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში 40 ერთოთახიანი, 80 ოროთახიანი და 20 სამოთახიანი ბინა ნაწილდება და ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს:

კომისია თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული 553 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

კომისია მუშაობას დაახლოებით 10 დღეში დაასრულებს, რის შემდგომაც 140 დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება.

წყალტუბოში, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას, დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული