ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კანონის უზენაესობა და ბელარუსი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლება დაცული უნდა იყოს – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბელარუსის დემოკრატიის დამცველების მშვიდობიან პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიუღებელია:

სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუსის დემოკრატიის დამცველების მშვიდობიან პროტესტს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში.

ხელისუფლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ყოველგვარ მიუღებელია!

კანონის უზენაესობა და ბელარუსი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლება დაცული უნდა იყოს.

მთავრობამ დაუყოვნებივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მათ შორის ისინი, ვინც საპროტესტო გამოსვლებისას იქნენ დაკავებულნი.

ეს ყოველივე, სამწუხაროდ, გვახსენებს საბჭოთა წარსულს, რისი განმეორებაც დაუშვებელია!

ჩვენ ვდგავართ ბელარუსი ხალხის გვერდით დემოკრატიისთვის ბრძოლაში”, – წერს ფეისბუქის გვერდზე გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული