შაბათი, აპრილი 27, 2024

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირება განხორციელდება, რათა ფერმერების წარმოებული არცერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ დარჩეს. როგორც ცნობილია სუბსიდიის ოდენობა 10 თეთრით განისაზღვრება, რის შედეგადაც ფასი არასტანდარტულ ვაშლზე ფერმერებისთვის არანაკლებ 22 თეთრისა იქნება:

ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ამის ძირითადი მიზანია, ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის. მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება.

წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არა ნაკლებ 22 თეთრისა. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ, გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული