ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება, ეს ეხება...

ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება, ეს ეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და არის 30 მილიონზე მეტი გადასახადის გადავადების შეღავათი – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს ავტომობილების განბაჟების ვადის 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ავტოიმპორტიორების მხრიდან შესაბამისი მიმართვა რამდენჯერმე იყო და მთავრობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ეს ნაბიჯი ჩვენ ერთხელ უკვე გადავდგით და გადავავადეთ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ განბაჟების გადასახადი კიდევ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე.

ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და ეს არის დაახლოებით 30 მილიონზე მეტი გადასახადის გადავადების შეღავათი. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოინპორტიორებს მივეხმაროთ და ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...