სამშაბათი, აპრილი 23, 2024

რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ რაჭაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრა მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით რაჭას, როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია მიეწოდება:

სამწუხაროდ, რაჭაში გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა.

ასევე, ყველა სოფელს მიეწოდება, დღეის მდგომარეობით, როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია. თუმცა კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და ჩვენ ვმსჯელობთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, განსაკუთრებით საგზაო მიმართულებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე. რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული