შაბათი, აპრილი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაგიორგი კაპანაძე: "გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ...

გიორგი კაპანაძე: “გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან”

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ა.წ. 13 აგვისტოს სოციალურ ქსელში, ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ასევე ურთავს ფოტოს, რაც შესაძლოა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს:

გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ…
“პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი – “15”…
ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური?
რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი კაპანაძე.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ორსაათნახევრის შემდეგ ჟურნალისტი ფეისბუქის პირად გვერდზე შსს-ში გამოკითხვაზე მისი დაბარების თაობაზე წერს:

შსს-ში, გულუას ქუჩაზე დამიბარეს გამოკითხვაზე, დღეს, 20:30-ზე, ჩემს მიერ თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც საუბარია იმ ჩანაწერზე, რომელიც მან სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ გააკეთა და რომელიც ექსკლუზიურად გამოვაქვეყნე“.

დღის ბოლოს კი, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ავრცელებს ინფორმაციას გამოკითხვის თაობაზე:

მეგობრებო, გამოვედი დაკითხვიდან. მადლობა ყველას მოკითხვისთვის, ზარისთვის მესიჯისთვის, გულშემატკივრობისთვის… ❤️
სულ ორი კითხვა დამისვეს შსს-ში:

1. ვინ მომცა დოკუმენტი, რომელიც გამოვაქვეყნე, რაზეც ვუპასუხე რომ არ ვეტყოდი და არც ვუთხარი (რისი უფლებაც ცხადია მქონდა);
2. რა ურთიერთობა მაქვს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებთან, რაზეც ვუთხარი რომ მათთან მაქვს ისეთივე პროფესიული ურთიერთობა, როგორც სხვა ჟურნალისტებს.

სულ ეს იყო.

რაც შეეხება საქმის მასალებს, მოუწევთ რომ გამოძიება მკვლელობის მუხლით გააგრძელონ.
კიდევ იხილავენ ფაქტებს,” – აცხადებს გიორგი კაპანაძე.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...