შაბათი, სექტემბერი 27, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარ არსებობს აღმაშენებელი დიდგორის გარეშე და დიდგორი აღმაშენებლის...

არ არსებობს აღმაშენებელი დიდგორის გარეშე და დიდგორი აღმაშენებლის გარეშე – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი ქუთაისში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნავს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” არის იდეა და რწმენა, რომ შესაძლებელია ერთიანი ძლიერი საქართველოს აშენება. პაატა მანჯგალაძე ილიას სიტყვებს იშველიებს “ზოგი საგანი თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, ზოგი კი თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ” და აცხადებს, რომ დავით აღმაშენებელმა ქვეყნის აღმშენებლობის იდეა იტვირთა და გამოუვიდა, ასევე გამოუვა “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდსაც:

მოგესალმებით, დღეს დიდგორობაა, ძალიან დიდი გამარჯვების დღე ჩვენს ისტორიაში, რომელმაც საუკუნეებით განსაზღვრა ჩვენი ერის და ქვეყნის მომავალი და დღეს, როცა დიდგორობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს აღმაშენებელი დიდგორის გარეშე და დიდგორი აღმაშენებლის გარეშე.

სწორედ, დღეს ამის რწმენაა იდეა “სტრატეგია აღმაშენებელი” ჩვენ ყველას შეგვიძლია ავაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო.

შემთხვევით არ ვახსენე რწმენა. როგორც, დიდი ილია ამბობდა “ზოგი საგანი თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, ზოგი კი თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ” – სწორედ ეს დაინახა საუკუნეების წინ ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა, 16 წლისამ იტვირთა ქვეყნის აღმშენებლობის იდეა. ბევრს არ სჯეროდა, ბევრი ებრძოდა, შინაური თუ გარე მტერი, არ დაუყრია ფარხმალი, არ დანებდა და გაიმარჯვა!

– ეს გამოუვიდა მას! ეს გამოგვივა ჩვენ!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თვითონ ქოცები ამბობდნენ, რომ ჯუანშერი მათ შორის ყველაზე წესიერი კაცი იყო…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებას" კონკრეტულ პოზიციას შეახსენებს, თავდაცვის...

“დატოვეთ პარტია “ლელო”, ვისაც შეგრჩათ კეთილსინდისიერება…” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი "ლელოს" წევრებს...

“საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს, ქვეყანას მართავს ერთი პირის მსახურების დაჯგუფება” – პაატა მანჯგალაძე

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“მხდალობა და ლაჩრობა ჩვენი სტილი არ ყოფილა! არ არის და არც იქნება!!!” – მარიამ...

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, აქტიურ პროტესტში მონაწილეობის გაგრძელების პირობას...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...