ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები''ქართული ოცნება'' თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს,...

”ქართული ოცნება” თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მიაყენა – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ცდილობს მოსახლეობის მოტყუებას და ის, რომ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ბევრი საქმეა დაწყებული ქვეყანაში, ეს მოსახლეობის დაცინვაა და “დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის ლიდერები ამ უმძიმეს ვითარებაშიც კი არ წყვეტენ, საკუთარ ჯიბეებზე ფიქრს კორუფციული გარიგებებით:

‘დამსხვრეული ოცნებების“ პარტია კიდევ ერთხელ ცდილობს მოატყუოს ჩვენი საზოგადოება. მათ არ შეუძლიათ თავიანთი გაკეთებული საქმეებით მიიმხრონ ამომრჩეველი, შესაბამისად არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა მათ უნდა დაუჭიროს მხარი.

გაღარიბებულ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ბევრი საქმეა დაწყებული ქვეყანაში, ეს არის მოსახლეობის დაცინვა. არცერთი ჩვენგანი არ არის სულელი, 8 წლიანი დაპირებების შემდეგ ”დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ მთლიანად დაკარგა ქართველი ხალხის ნდობა. გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავლის მქონე მოსახლეობა დღეს შიმშილს ებრძვის, ხოლო ”დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის ლიდერები არ წყვეტენ, ამ უმძიმეს ვითარებაშიც კი საკუთარ ჯიბეებზე ფიქრს კორუფციული გარიგებებით.

”ქართული ოცნება” თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მიაყენა.

მინდა მივმართო მთავრობას, თქვენი დრო ამოიწურა. საკმარისია საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდება თქვენი ტყუილი დაპირებებით, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში აგრძელებს ცხოვრებას, “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები კი ამ ფონზე მდიდრდებიან.

გპირდებით, რომ 31 ოქტომბერს დავასრულებთ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიას, მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლაშა ბუღაძე: “იცით, რატომ დაიჭირეს 9 შვილის დედა კიდევ ერთხელ? იმიტომ რომ…”

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე ფილოლოგის, მასწავლებლის, ლექტორის, 9...

“ზოგიერთი აქაური “ექსპერტის” წიაღსვლები საოცარიც არის, სასაცილოც და ამავე დროს სამწუხაროც” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში კონკრეტულ პოზიციებს...

“ყველა წამს ათჯერ მეტს მოვიხდიდი, ოღონდ შენ, ჩემი ძმა არ მყავდე ტყვეობაში” – ლევან...

ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან ემოციური შეტყობინებით მიმართავს თავის თანაპარტიელს, თანამებრძოლსა...

“ივანიშვილი ვეღარ გამოძვრება ამ ხაფანგიდან, გამორიცხულია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "მეგობარი აქტის" მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...