ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

თაკო ჩარკვიანი კონკრეტული ფაქტებით POSTV-ს კრიტიკის ფონზე

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე და პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წლების განმავლობაში მისი მხრიდან მშილმოკლული მშობლების მხარდაჭერსა და უფლებების დაცვაზე, ასევე კონკრეტულ მომენტებზე ახდენს ხაზგასმას:

მე ასე ვიცავდი ყოფილი ხელისუფლების დროს მშვილმკვდარი დედების უფლებებს, ასე ვიდექი და ვარ ამ ხელისუფლების, მაჩალიკაშვილის და სარალიძის, ყველა შვილმკვდარი მშობლის გვერდით, რომლებიც კანონს და სამართალს ეძებენ!!

განსხვავება იცით ის არის, რომ მაშინ – ყოფილი ანუ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, (თითქმის არ გვაშუქებდნენ ), მაგრამ ასე ჩემთვის TV სიუჟეტი “ანალიტიკოსებს” არ “მოუძღვნიათ “ – შვილმკვდარ დედასთან რატომ მიხვედიო, როგორც ეს პოს-ტვ-იმ გააკეთა, ვინმე რუსუდან თევზაძის მეშვეობით!!! (მოკლედ, ახლა “ბევრად წინ ვართ” ტვ ტალახით) და ამ პოს-TV-ის, “ტროლთა” ტელევიზიას, რა უკვირს მშვილმკვდარი დედის უფლებების ჩემგან – ჩემს მიერ გვერდით დგომა და დაცვა?!

მე, მათი ამ ტელევიზიის ერთი – “ქრთამზე დაკავებული” თანამშრომლის და ამ ტვ-ს “სულისჩამდგმელის” უფლებებიც კი დამიცავს, როგორც პატიმრისა😂 თავად ამ “ანალიტიკოსს” – რუსუდანს კი, აბა რა ვუთხრა?! ხომ ყველამ ვიცით, რომ “ანალიტიკოსი სახელად “არავინ”, მართლა არავინ არის, რამდენი “რუსუდანი” ჰყავს ოლიგარქს, რამდენი “ბიძინას ანალიზი” გამოჩნდება ეკრანზე… “რაის” თევზაძე და “რაის” ანალიტიკა – 😂თევზი თავიდან ყარს!!

ანუ ივანიშვილიდან! ეგ არის და ეგ😂 თან თევზი ამ შუა ზაფხულში, ხომ გაგიგონიათ – არ იჭმევა არა!!! არ ვარგა, არ იჭმევა ბ-ნო ბიძინა!!!😊😂😘,” – წერს თაკო ჩარკვიანი.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული