კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოში ავიაკომპანიები რეგულარული რეისების ოპერირებით ბრუნდებიან - მარიამ...

საქართველოში ავიაკომპანიები რეგულარული რეისების ოპერირებით ბრუნდებიან – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში საერთაშორისო ავიაკომპანიების რეგულარული რეისების განახლებაზე ისაუბრა და ხაზი საქართველოში ტურისტების ზრდად რაოდენობას გაუსვა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა, კარანტინის გარეშე მოახერხეს:

,,ქვეყნის საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიაში ბრუნდებიან ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ავიაკომპანიები რეგულარული რეისების ოპერირებით. გუშინ შესრულდა პარიზის რეისი. ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ ტურისტები, რომლებმაც ბუნებრივია კარანტინის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა უკვე მოგზაურობენ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს 5 ქვეყანასთან ნაცვალგების პრინციპით აქვს გახსნილი ურთიერთმიმოსვლა. მიუნხენის რეისზეც ანალოგიურად ჭარბობდნენ ტურისტები და გერმანიის მოქალაქეები, ხოლო, რაც შეეხება პარიზის რეისს – საფრანგეთის მოქალაქეები. ჩვენ მოხარულები ვართ და გვინდა გაცნობოთ, რომ ამ რეისებს ჩამოყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა ან გრძელვადიანი ბინადრობის უფლება, რის გამოც საქართველოში შემოვიდნენ კარანტინის გარეშე.

რაც შეეხება კარანტინის ნაწილს, მიმდინარეობს აღნიშნული პროექტი. ჩვენ 10 მარტიდან მივიღეთ დავალება, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა კარანტინის პროექტი და ამ დროის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 500000-ზე მეტ ადამიანს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...