ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინში დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ – ნათია თურნავა

საქართველოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს მსვლელობისას, ახალი კორონავირუსის დამაკმაყოფილებელ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომლის წყალობითაც, 2700-მდე ბიზნეს ვიზიტორს საქართველოში მოღვაწეობის სურვილი გაუჩნდა. ასევე აღნიშნა, რომ მათ სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფენ ,,PCR” ტესტის ჩატარებას:

,,გვაქვს საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა, 2700-მდე განაცხადია სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის როგორც რეგიონის ქვეყნები, ასევე ბევრი ევროპული ქვეყანა, საიდანაც ბიზნეს ვიზიტორს უნდა მოკლევადიანი ბიზნეს ვიზიტით ჩამოსვლა.

ამ შემთხვევაში, მათ აქვთ უფლება კარანტინის გარეშე თავისი ხარჯით ჩაიტარონ გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტი. ეს ჩვენთვის არის უსაფრთხო. გარდა ამისა, ეს გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნეს პროცესი და ინვესტორებთან ურთიერთობა. მაგალითად საქართველოს სტუმრობდა ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ინვესტორი შვეიცარიიდან, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობდით საქართველოს სამინისტროში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა დაბალბიუჯეტიან ფრენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინში, მისი განხორციელება არ იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება:

,,ჩვენ დავაანონსეთ ახალი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, გრძელვადიანი უცხოელი ვიზიტორები, ვისაც აქვთ სურვილი საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ, შეძლებენ ჩვენ ქვეყანაში ჩამოსვლას. ძალიან მაღალი ინტერესია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, მათი დასაქმებულებისგან, ვინც დისტანციურ რეჟიმში გადავიდა.

მესმის, რომ არის სხვადასხვსა შეკითხვები, როდის იქნება დაბალბიუჯეტიანი ფრენები შესაძლებელი, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მით უფრო, მეორე ტალღის მოლოდინში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული