კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტებილიბანში 3-დღიანი გლოვა და 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლიბანში 3-დღიანი გლოვა და 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გუშინ მომხდარ აფეთქებას არაოფიციალურად 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 4000-ზე მეტი დაშავდა.

ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო – ლიბანში დღეიდან 3 დღის განმავლობაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული. დედაქალაქში კი მასშტაბური აფეთქების შედეგებს ითვლიან. საავადმყოფოებში დაშავებულების მიღებას ვეღარ ახერხებენ.

ლიბანის დედაქალაქში აფეთქება საპორტო ნაწილში მოხდა, იქ სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. დანგრეულია შენობები, ჩამსხვრეულია ფანჯრები და ჩამონგრეულია აივნები. ლიბანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაიწყო შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზება. სამხედროებს უსაფრთხოების დაცვა და დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაევალათ.

ჯერჯერობით უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი. არსებობს ვერსიაც, რომ აფეთქება, შესაძლოა, უბედური შემთხვევაც ყოფილიყო. ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ცნობა, რომ ფეთქებად ნივთიერებას ხანძარი პორტის საწყობში გაუჩნდა.

ლიბანის დედაქალაქში აფეთქებას ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგედიის გამო. იგი ასევე ამბობს, რომ შესაძლოა ეს თავდასხმა ყოფილიყო.

მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს სამძიმრის წერილს ვუგზავნით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანია დაღუპული, კიდევ უფრო მეტი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარის შესახებ შეხვედრა მქონდა სამხედრო მაღალჩინოსნებთან და მითხრეს, რომ ეს საწარმოს აფეთქებას არ ჰგავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საზარელი თავდასხმაა. აშშ მზად არის, ლიბანელ ხალხს დახმარება აღმოუჩინოს,” – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ბეირუთის ტრაგედიას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც:

ჩემი ღრმა მწუხარება მინდა გამოთქვა ბეირუთში მომხდარ შემზარავ ამბავზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ახალია და არავინ არაფერი იცის, თუ რამდენი ზიანი მიადგა ქვეყანას და რა მოხდა , მე მწუხარებას გამოვთქვამ ამ ტრაგედიაზე.

ვლოცულობ მსხვეპლთათვის და მათი ოჯახებისთვის,” – ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...