შაბათი, ივლისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო-ში არჩევნების საერთაშორისო დღეს აღინიშნა

ცესკო-ში არჩევნების საერთაშორისო დღეს აღინიშნა

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილი სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამის ბენეფიციარ სტუდენტებს უმასპინძლა. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თამარ ჟვანიამ სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე საქართველოში, რომელიც ერთი საუკუნის წინ ჩატარდა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზეც ისაუბრა.

„ეს სიმბოლური დამთხვევა, რომ ამ წლის თებერვალში ჩვენ აღვნიშნავთ ქართული არჩევნების ერთსაუკუნოვან ისტორიას, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ჩვენთვის დღევანდელ ღონისძიებას. შემთხვევითი არ არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სწორედ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნავს არჩევნების საერთაშორისო დღეს. ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში ჩვენი ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ წამყვან მიზანს წარმოადგენს,” – აღნიშნა თამარ ჟვანიამ სტუდენტებთან საუბრისას.

ახალგაზრდები გაეცნენ ცესკოს გამოფენას, რომელიც არჩევნების ისტორიას ასახავს და მიიღეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესების შესახებ. მათ ასევე დაათვალიერეს ცესკოს ბიბლიოთეკა, სადაც გაეცნენ საარჩევნო დოკუმენტებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ ჯილდოებს.

არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მიერ 2005 წლის სექტემბერში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა – არჩევნების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და საარჩევნო მოხელეებმა წამოაყენეს ინიციატივა დაეწესებინათ ყოველწლიური თარიღი, რომელიც მიეძღვნებოდა არჩევნებს. ამ თარიღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების მიერ ყურადღების გამახვილებას იმ უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, რომელსაც თითოეული ქვეყნის მმართველობაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით ეყრება საფუძველი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...