კვირა, ივნისი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში" -...

“ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, ამიტომ არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს უფლება დაუსაბუთებლად ერთმანეთს ტალახი ესროლონ. ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა და განმარტა რომ დაპირისპირებას არ აპირებს და ერთიან ფრონტს აქვს მნიშვნელობა, რომ ივანიშვილი და დამსხვრეული ოცნებების პარტია დაამარცხონ.

დღეს ქვეყანა მართლაც უმძიმეს ვითარებაშია, მილიონზე მეტი ადამიანი მშიერია და ყოველდღიურად იბრძვის, რომ ელემენტარული ლუკმა-პური მოიპოვოს, შესაბამისად ვფიქრობ, რომ არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ გვაქვს უფლება დაუსაბუთებლად ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ, ერთი კვირის წინ ჩვენ დავაფუძნეთ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დავიწყეთ კამპანია იმ მიზნით, რომ დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და დავამარცხოთ სიღარიბე ქვეყანაში.

დიახ, ვაპირებ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი მიზნისთვის, რომ არცერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმა-პურის ძიება და ამისათვის ვაპირებთ, რომ მთელი საქართველო შემოვიაროთ და დღესაც ჩამოვედი აჭარიდან, სადაც ძალიან ბევრ და საინტერესო ადამიანს შევხვდით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული სტრატეგია, რაც ჩვენ წარვადგინეთ არის აღმშენებლობის სტრატეგია, რომელიც ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანს.

ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში. მე რა თქმა უნდა, მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მსურს მივმართო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე, ერთიანობაზე და ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, ვფიქრობ 8-წლიანმა გამოცდილებამ ჩვენ ძალიან კონკრეტულად დაგვანახა, რომ ერთპარტიულ ან პარტიულ ინტერესს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ხალხის ინტერესს აქვს მნიშვნელობა და ჩვენი მორალური კომპასიც ეს არის, რომ ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც დამსხვრეული ოცნებების პარტიამ საქართველოში შემოიტანა.

გამარჯვებისთვის და ქვეყანაში სწრაფი ცვლილებებისთვის ჩვენ გვჭირდება, არა ერთპიროვნული ან ერთპარტიული სისტემა, ამით ვერ დავამარცხებთ ჩვენ იმ დამსხვრეული ოცნებების პარტიას, რომელმაც უმძიმეს ვითარებაში ჩაგვაყენა, არამედ გვჭირდება ერთმანეთთან თანამშრომლობა, არა ტალახის სროლა, არამედ ერთმანეთის გვერდში დგომა, საერთო ოპოზიციური ფრონტი, რომლითაც უნდა დავარწმუნოთ ჩვენ მოქალაქეები, რომ საქართველოს აქვს მომავალი’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა” –...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან სანიკიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...