შაბათი, აპრილი 20, 2024

“პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს – კობა დავითაშვილი

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კობა დავითაშვილი, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე საჯარო მადლობას უხდის პარტია ,,პატრიოტთა ალიანსს”, რომელმაც მისი დაავადება და გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და ფულადი დახმარება შესთავაზა:

,,ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). ,,პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!”, – წერს კობა დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილმა, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ფულადი დახმარების თხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ უსახსრობისგან მის მძიმე დაავადებას ვერ მკურნალობდა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული