ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ნანა ტოხვაძე: გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერი, რომელიც მზადაა შემუშავებული ინოვაციური პროექტები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ერთმანეთის მიყოლებით განახორციელოს თავის გუნდთან ერთად

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აღნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე შანსი უნდა მისცეს ახალი თაობის იდეებით დატვირთულ პოლიტიკოსებს, როგორიც გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდია. ნანა ტოხვაძემ ასევე განმარტა, რომ გიორგი ვაშაძე იქნება ისეთი პრემიერი, რომელსაც ქართული საზოგადოება დიდი ხანია ელოდა:

თანამედროვე პოლიტიკური ვითარება საქართველოში გვიბიძგებს იმისკენ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები, იდეებით დატვირთული პოლიტიკოსები უნდა წაიმძღვაროს წინ საზოგადოებამ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება სწორედ ეს ტესტი, რამდენად მზადაა საზოგადოება მიიღოს ახალი პოლიტიკური ლიდერი, ვინც ქვეყნის განვითარებაზე და რაც მთავარია ადამიანის ზრუნვაზე იქნება ორიენტირებული. სწორედ გიორგი ვაშაძე არის ის ადამიანი, რომელმაც ყველა სფეროს მიმართულების პასუხისმგებელი პირი გამოყო, შეიმუშავა ქვეყნის განვითარების გეგმა, შესაბამისად მას, როგორც პასუხისმგებლიან ახალი თაობის პოლიტიკოსს, ვფიქრობ, რომ შანსი უნდა მისცეს ქართულმა საზოგადოებამ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მრავალფეროვნება და რაც მთავარია პროფესიონალიზმი, ალბათ უკვე ეჭვს არავისში აღარ იწვევს საყოველთაოდ შეთანხმებულია, რომ საექსპერტო წრეები ნებისმიერი მიმართულებით ჩართული იყვნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემუშავების პროცესში. თითოეული სფეროს ექსპერტი ქართველი თუ უცხოელი, მათ შორის პასუხისმგებელი პირები ამა თუ იმ მიმართულებაზე, რომლებიც წლებია ვმუშაობთ ამ საკითხზე, სწორედ ექსპერტულ წრეებთან შეჯერების შედეგად, მივიღეთ ის კონკრეტული გეგმები, ქვეყნის განვითარების სტრატეგიები, რომელსაც ჩვენს მაყურებელს და ჩვენს საზოგადოებას წარვუდგენთ.

გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერი, რომელსაც საქართველო დიდი ხანია ელოდა. ის იქნება მომავლის პოლიტიკოსი, რომელსაც თანამედროვე მენეჯმენტი, თანამედროვე მართვის სისტემების მმართველობა და ინოვაციური პროექტები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უნდა რომ განახორციელოს და ერთმანეთის მიყოლებით შეასრულოს ამ ქვეყნის კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული