პარასკევი, მარტი 14, 2025
14.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციარუსმა ოკუპანტებმა გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი და ცდილობდნენ საქართველოს...

რუსმა ოკუპანტებმა გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი და ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენ გატაცებას – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა, სოფელ ტახტისძირში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მჭიდრო კავშირებზე საუბრობს. მისი თქმით, რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ქართველების გატაცებას ცდილობდნენ, თუმცა ქართველი მაღალჩინოსანი პოლიციელების წყალობით, ბრალი საქართველოს მოქალაქეებს წარედგინათ და არა რუს ჯარისკაცებს:

,,ალბათ ბევრს გახსოვთ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი სოფელ ტახტისძირში, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი და ცდილობდნენ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენ გატაცებას.
ალბათ, ისიც გახსოვთ, როგორ ცდილობდა მაღალჩინოსანი პოლიციელი დაებრალებინა ჩვენთის ოკუპაციის ხაზის გადაკვეთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა.

პოლიციელის ამ გაუგებარი, ძალიან დაჟინებული ბრალდების პასუხად, საოკუპაციო რეჟიმმა დადო განცხადება, სადაც თავის მხრივ აცხადებს, რომ შეიარაღებულმა დივერსიულმა ჯგუფმა (სავარაუდოდ ჩვენ გვიხსენიებენ ასე) სცადა სოფელ ტახტისძირში ე.წ. საზღვრის გადაკვეთა. (ანუ ამ ჯგუფს არ გადაუკვეთავს, მხოლოდ სცადა გადაეკვეთა ოკუპაციის ხაზი. სინამდვილეში ჩვენ მივუყვებოდით ოკუპაციის ხაზს და ვიღებდით ოკუპანტების მიერ დასმულ ახალი ნიშნულების ,,ჯიპიეს” კოორდინატებს).

ხოდა რატომ ვწერ ახლა ამას – ჩვენი პოლიცია დაჟინებით გაიძახის გადაკვეთეთო, რუსები გამოჰკივიან არ გადმოუკვეთავთო და იქნებ ბატონებო ჩამოყალიბდეთ ერთმანეთში, მჭიდრო კონტაქტი კი გაქვთ და რა ვიცი…”, – წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე დავით ქაცარავა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების...

“ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...