ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

თუ გიორგი ვაშაძე გახდება პრემიერი ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა იქნება ამ პოზიციაზე და ძალიან წარმატებული – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეს აქვს პოტენციალი საქართველოს ძალიან პოზიტიური და საჭირო ცვლილებები მოუტანოს, ქაცარავას განმარტებით გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იქნება ამ პოზიციაზე:

გიორგი ვაშაძეს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით 15 წელია და ის არის ძალიან ნიჭიერი მენეჯერი და კარგ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, ვუსურვებ წარმატებებს ვინაიდან ვხედავ, რომ გიორგი ვაშაძე პროდასავლური მიმართულების პოლიტიკოსია. მას ისევე როგორც ყველა რეალურად პროდასავლურ ძალას უდიდესი პოტენციალი აქვს იმისა, რომ საქართველოს ძალიან პოზიტიური და საჭირო ცვლილებები მოუტანოს.

თუ გიორგი ვაშაძე გახდება პრემიერი ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა იქნება ამ პოზიციაზე და ძალიან წარმატებული. მოვისმინე მისი წინასაარჩევნო პროგრამა და მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ვუსურვო, რომ განახორციელოს და ხორცი შეასხას ამ დაპირებებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები ძალიან გულუხვები არიან დაპირებებზე და ბოლო 8 წელია ჩანს, რომ დაპირება დაპირებად რჩება. ვიცი, რომ გიორგის აქვს პოტენციალი ეს დაპირებები განახორციელოს. ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში დავით ქაცარავამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული