ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს – გიორგი ვაშაძე

ახალი პოლიტიკური ცენტრის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მზად არის შევიდეს ბრძოლაში და აიღოს პასუხისმგებლობა როგორც პრემიერ-მინისტრმა. საზოგადოებისადმი სიტყვით მიმართვისას ოპოზიციონერმა ლიდერმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის ხუთი მთავარი დაპირება დააანონსა, რომლის განხორციელებას გაერთიანება არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაიწყებს:

მე მზად ვარ, თქვენთან ერთად შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს მოძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და დიდი მადლობა აქ შეკრებისთვის, მადლობა ინტერნეტით საშუალებით ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს რომლებსაც შეზღუდვების გამო აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ, დიდი მადლობა მათ და მთლიანად საქართველოს აქ ყოფნისათვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და იცოდეთ, არასდროს გაგიმტყუნებთ ჩვენს გუნდთან ერთად არცერთ იმ იმედს, რომელსაც ახლა ჩვენ თქვენს გულებში ვსახავთ. ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ იმ დიდი ისტორიის, კულტურის თანამოზიარე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის პროექტი, რომელიც დაგვიბრუნებს ემიგრანტებს საქართველოში.

გთავაზობთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხუთ მთავარ დაპირებას, რომლის განხორციელებას დავიწყებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება ნომერი 1 – ოთხ წელიწადში შეიქმნება 300 ათასამდე სამუშაო ადგილი დეტალურად გაწერილი გეგმით. 95 ათასი სამუშაო ადგილი 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ანუ განვავითარებთ წარმოებას, 30 ათასი მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი სამ აიტი ქალაქში, რომელიც საქართველოში განთავსდება და ტექნოლოგიური გიგანტები უნდა ჩამოვიყვანოთ აქ და ახალგაზრდებმა უნდა დაიწყონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. 90 ათასი სამუშაო ადგილი საქართველოს აგროსექტორში, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში იქნება აგროკლასტერი და სოფლის მეურნეობა უნდა დავაყენოთ ყველამ ერთად ფეხზე. საქართველოში ოთხ წელიწადში ტურისტების რაოდენობას გავზრდით 22 მილიონამდე;

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება ნომერი 2 – 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება. საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში საბანკო მონოპოლიები, ანტიმონოპოლიური საბანკო კანონმდებლობა იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში წარადგენს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება ნომერი 3 – ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36-დან 40 პროცენტამდე სესხის პროცენტი ჩამოეწერება სრულად;

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება ნომერი 4 – 2021 წლიდან საქართველში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30 პროცენტით, ამის პირობას გაძლევთ მე აღარ იქნება არცერთი მონოპოლისტური ფარმაცევტული თუ სამედიცინო კომპანია, რომელიც გაჭირვებული ადამინების ძარცვის ხარჯზე გამდიდრდება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება ნომერი 5 – 2021 წლის პირველი იანვრიდან ყველა ბიზნეს, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გავათავისუფლებთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული