პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ასეა, ადამიანები უშვებენ შეცდომებს... ან მიზანმიმართულად ასრულებენ დავალებებს...

“ასეა, ადამიანები უშვებენ შეცდომებს… ან მიზანმიმართულად ასრულებენ დავალებებს და ადრეულ ასაკში “იტრუპებიან”… რა თქმა უნდა, პოლიტიკურად” – ხათუნა ხოფერია

უპირობო მხარდაჭერას უცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია “ქართული ოცნების” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის, ხოლო მის პოლიტიკურ მეტოქეს – ანა დოლიძეს სერიოზულ პოლიტიკურ მარცხს უწინასწარმეტყველებს:

ასეა, ადამიანები უშვებენ შეცდომებს… ან მიზანმიმართულად ასრულებენ დავალებებს და ადრეულ ასაკში “ იტრუპებიან”.. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად.

სანამ კონკურენტს აირჩევ, მისი +_ ები უნდა ჩამოწერო.. ნუუ… გაიაზრო მაინც.

გია ვოლსკი – ის იშვიათი გამონაკლისია “ქართული ოცნების”, მსუბუქად რომ ვთქვა, მიუღებელი შემადგენლობიდან, ვინც, უბრალოდ, უყვართ! პატივს სცემენ! ემადლიერებიან! მოსწონთ!
ვოლსკის ვერ უფრიალებენ კომპეომატებს, ვერ უშავებენ წარსულს, ვერ ესაუბრებიან მაღალ ტონალობაში.

ვოლსკი თავისი სამაჟორიტარო ოლქის ორგანული ნაწილია. 24-ე სკოლელი, პლეხანოვ- ვორონცოველი, უბრალოდ, კარგი თბილისელი ბიჭის სახელით, რომელიც არასოდეს აფრენილა ისე, რომ ზემოდან დაეხედა თავისი წარსულისთვის… ამას კი, თბილისი აფასებს!
გია კარგი პარლამენტარია. აქტიური, დამაჯერებელი, უღალატო, ყურადღებიანი. მოკლედ, ერთ- ერთი გაწონასწორებული აკრობატია პოლიტიკაში.

მისი დღევანდელი სამაჟორიტარო – ჩუღურეთი, არის სრული რეკონსტრუქციის, უდიდესი პროექტების, ლანშაფტს და ისტორიას მორგებული განვითარების ცენტრი!

ოცნების მიერ წარდგენილ 30 მაჟორიტარს შორის ვოლსკი იმ 5-ლშია პირველი, რომელსაც პირველსავე ტურში გარანტირებულ, დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ!…

ეს ისე, ექსპრომტად გაკეთებული ჩამონათვალი გიორგი ვოლსკის პლიუსების!

ჰო და, ახლა ვფიქრობ, რატომ აირჩია არც თუ ისე უჭკუო ანა დოლიძემ საჯილდაოდ ასეთი პიროვნება?!… რატომ აირჩია გარანტირებული დამარცხება?…

საარჩევნო ტექნოლოგიების ანი და ჰაეა ძლიერი კანდიდატისთვის ისეთი კონკურენტის ჩასმაა, რომელიც მის ხმებს დააჯდება, გაუყოფს და მესამე, თავისი მყარი ელექტორატის მქონე, კანდიდატის გასვლას შეუწყობს ხელს! ანუ, ნაცხროვის რჩეულის წისქვილზე დაასხამს წყალს. ნუუ.. მეორე ტურის ალბათობას მაინც შექმნის…

დიახ, ერთადერთი ლოგიკა ესაა…

მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ვოლსკის დამაჯერებელი გამარჯვების პროცენტი იმდენად მაღალია, არ მგონია, ანა დოლიძემ ამდენი ხმის “ წართმევა” შესძლოს… დამაჯერებლობისთვის, გადახედეთ მისი ხმების რაოდენობებს წინა მცდელობებისას…

მოკლედ, ამდენი იმისთვის გავისარჯე, რომ თვალსაჩინო მაგალითით მეთქვა სხვა “პადსტავნოი” კანდიდატებისთვის – ნუ იფუჭებთ თავს! გაუფრთხილდით ადამიანების თქვენდამი სიმპატიებს და მდობას!

თუ არა და, ეგერ, ვაშაძეც, თაკოც, ხაბეიშვილიც, ლაცაბიძეც, ობოლაშვილიც იყრის კენჭს… და რა მერე?!…” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მართალია რუსებმა კიევი 3 დღეში ვერ აიღეს, მაგრამ ომის მეოთხე წელს კრემლს იცავენ, როგორც...

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ირონიულ მინიშნებას აკეთებს რუსეთთან/რუსებთან მიმართებაში: "მართალია რუსებმა...

“ეს ადამიანები არიან დამარცხებულები. იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი გააცნოებიერებს, თუ რა პროცესები მიდის,...

„საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა. მათ არანაირი...

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...