spot_img
მთავარიIV ხელისუფლებამირიან ნიკოლაძის პიარით რომ დაკავდა "ტვ პირველი" ცხადზე...

მირიან ნიკოლაძის პიარით რომ დაკავდა “ტვ პირველი” ცხადზე ცხადია – ელისო კილაძე ინგა გრიგოლიას დაუპირისპირდა

,,ქრონიკა+“ – ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, ტელეკომპანია ,,პირველის“ ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით დაუპირისპირდა, რომელიც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძისა და ინგა გრიგოლიას ტელე-ექსპერიმენტს მოჰყვა. ელისო კილაძემ მისთვის საჯაროდ პასუხის გაცემის შესაძლებლობა მოითხოვა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მოპოვებული ექსკლუზიერი მასალები მის და ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სახელს მიაწერა.

ელისო კილაძე ინგა გრიგოლიას, ეკატერინე მიშველაძეს და ვატო წერეთელს მიმართავს:

,,მირიან ნიკოლაძის პიარით რომ დაკავდა ,,ტვ პირველი“, ცხადზე ცხადია, თქვენს ეთერში ,,ბოტასას“, რომ მეძახის და პასუხს არ სცემთ ვხედავ! ეთერს ვითხოვ, პასუხი რომ გავცე მის უსინდისო ბოდვებს. (ჩვენს ნაკვალევზე წახვედით და იმიტომ)

სტანდარტიც ამას ითხოვს და კოლეგიალობაც! მზად ვარ ეთერში ნიკოლაძესთან ერთად დავჯდე, ან იმედია, ცალკე მომცემთ პასუხის გაცემის საშუალებას!“, – წერს ელისო კილაძე.

აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და ელისო კილაძეს ტონი დაუწუნა. მისივე თქმით, სხვის კვალდაკვალ სიარულის ბრალდება უსამართლობაა და ამას არ იმსახურებს:

,,ელისო, მაგ ტონით მე ნუ მელაპარაკები, ეს ერთი, მეორეც. ვინ თქვენს ნაკვალევზე წავედი? როდის ვიჯექი მე ვინმეს დღის წესრიგში? თუ ფიქრობ, მხოლოდ შენი ექსკლუზივია ამ თემის გაშუქება? ძალიან გამაოცე, ინტერვიუს ვიღებ ოც წელზე მეტია და არასოდეს არავის კვალდაკვალ არ ამიღია, რაღაც გეშლება და პლუს, არ მომწონს ამ ტონით რომ მელაპარაკებიან და რაღაცებში მადანაშაულებენ, იმდენჯერ ავიღებ ინტერვიუს ნებისმიერისგან, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლი და მე გიორგობიანის ხელის გოგოებში ნუ აგერევი, პლზ“, – წერს ინგა გრიგოლია.

აღნიშნულ პოსტში თავდაპირველად ჩანდა, რომ ელისო კილაძის მიერ, მონიშნული ინგა გრიგოლიას ,,თაგი” ხელმისაწვდომი იყო, ხოლო მოგვიანებით უკვე აღარ ფიქსირდებოდა, შესაბამისად ერთ-ერთმა მათგანმა (ან ორივემ ერთმანეთი) დაბლოკა.

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ გრაფიკული გამოსახულება:

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...