spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს...

საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს – ამას წყალი არ გაუვა! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ბოლო დროს დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს დიპლომატიური ენა და ენის ,,მოჩლექვა” არ ესმის:

,,სიმართლეა, რომ ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა და ენის ,,მოჩლექვა”, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ,,დამქაშებს” არ ესმით. ამიტომ, რა თქმა უნდა მე, როგორც ამერიკასთან დიდხნიანი მეგობრობის მქონე ადამიანს, მოველი კიდევ უფრო მკვეთრი პოზიციის ჩამოყალიბებას და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებსა და მათ შორის ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში – ამას წყალი არ გაუვა!

ბიძინა ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის, ამიტომ მეც არ ვაპირებ ენის ,,მოჩლექვას” და უნდა ვთქვათ რაც არის: ჩვენ გვჭირდება ამ კრიტიკის გაგრძელება და ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირება. აქ უკვე აღარ არის სხვადასხვა ფერები, აქ უნდა მოხდეს თეთრის და შავის გარჩევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ასეც ჩამოყალიბდება. ყველაფერი იქითკენ მიდის, ტენდენცია სწორია, ველი კიდევ უფრო მეტ პოზიციებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...