ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

გიგა ბოკერია ჩემს “სქრინებს” ინახავს, იმ იმედით რომ ხელისუფლებაში მობრუნდება და მაწამებს – ლაშა ბასლანძე

ტელეკომპანია ,,ჯი დი ეს” – ის პროდიუსერი ლაშა ბასლანძის თქმით, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას მსგავსი მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება – ადამიანების დაჭერას, გაქცევასა და ,,გატყავებას” უდრის, რომლის მიმდევრები და მომწონებლები საღად ვერ აზროვნებენ:

,,გვარამია და მისნაირებისგან მესმის! ვლასტი ქონდათ და გრიმიტობდნენ! იგივეს ლამობენ… მაგრამ აი არ მესმის მაგათი მიმდევრების, რომლებმაც ზუსტად იციან რომ ის მანიაკები თუ მობრუნდნენ, ამ ქვეყნის 80% უნდა გაიქცეს ან დაიჭერენ და გაატყავებენ… გიგა ბოკერია ჩემს ,,სქრინებს” ინახავს, იმ იმედით, რომ მოტრიალდება ამ ,,სქრინების” გამო მაწამოს ალბათ…

არ მესმის იმ ხალხის რომელიც ჩემ გვერდით ცხოვრობს და ლამობს, რომ ხვალ მაგისმა არჩევანმა ჩემი წამება გამოიწვიოს… ნეტა ამას შეუგნებლად აკეთებდეთ და ვერ ხვდებოდეთ თუ რას მოიტანს იმ მანიაკების მობრუნება…

დღეს თქვენ ცხოვრობთ თქვენთვის არ მოსაწონ ხელისუფლებაში და არავინ უბატონოდ არაფერს გეუბნებათ 😊 ხვალ რომ ეს წყობა პირიქით დადგეს ხომ ზუსტად იცით, რომ რაც 2009-დან 2012-მდე დამაკლეს იმას ამინაზღაურებენ? კი, ზუსტად ხვდებით თქვენ ამას და ის პატარა ადამიანი, რომელიც სულში გყავთ ეგ გიბიძგებთ ამ ყველაფერზე თორე საღად მოაზროვნე ტიპი არასოდეს დადგებოდა უგულავა და ბოკერიას გვერდით…“, – წერს ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული