შაბათი, აპრილი 27, 2024

“თქვენი აზრით, კორონავირუსი როგორ გაჩნდა?” – NDI-ს ახალი კვლევა

NDI-ს ახალი კვლევების მიხედვით, რომელიც 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა, მოსახლეობის 13% მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა.

30% მიიჩნევს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა;

22% მიიჩნევს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა;

3% ამბობს, რომ ვირუსი საერთდ არ არსებობს;

ხოლო 32%-მა არ იცის საიდან გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ NDI-ს კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული