ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

Amazon, Google და Wish ნეო-ნაცისტური პროდუქციის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ

BBC NEWS ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ონლაინ მაღაზიებმა ნეო-ნაცისტური პროდუქცია BBC-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ გაყიდვიდან ამოიღეს.

თეთრი დროშები, ნეო-ნაცისტური წიგნები და “კუ კლუქს კლანის” პროდუქცია საიტებზე ხელმისაწვდომი ფასდაკლებით იყო.

ერთ-ერთი ნივთი, რომელიც Amazon-ზე ფასდაკლებით იყიდებოდა იყო დროშა, რომელზეც გამოსახულია საკულტო ჯვარი, თუმცა მსგავსი პროდუქტები საიტიდან უკვე წაშლილია.

კომპანიათა პასუხი BBC-ს:

Amazon – აღნიშნული პროდუქტები ჩვენს საიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის. ჩვენ მივიღეთ საჭირო ზომები მათ მიმართ, ვინც მყიდველს ამგვარ ნივთებს სთავაზობდა და ჩვენს პირობებს არღვევდა.

Google – ჩვენ არავის ვაძლევთ უფლებას, რომ ჩვენს საიტზე განათავსონ ისეთი პროდუქცია, რომელიც ზიზღს პროპაგანდას უწევს. როდესაც ჩვენი წესები ირღვევა, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, რათა გამოვავლინოთ დარღვევები.

Wish – ყველა ზომას მივიღებთ, რათა აღნიშნული პროდუქცია წავშალოთ ისე, რომ საიტი ამგვარი შემთხვევებისგან მომავალშიც დაცული იყოს,“ – ნათქვამია BBC-ს განცხადებაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული