ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

გადავწყვიტე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან ვიყარო კენჭი – ბადრი ჯაფარიძე

“ლელო საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. 2020 წლის არჩევნებში ამ ოლქში კენჭს ბადრი ჯაფარიძე იყრის. მისი თქმით, საბურთალო გახდება ადგილი, საიდანაც საქართველო განვითარებას დაიწყებს და ის იქნება მაჟორიტარი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გვერდში დადუგება თვითოეულ საბურთალოზე მცხოვრებს.

მე ბადრი ჯაფარიძემ, “ლელო საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გადავწყვიტე მონაწილეობის მივიღება საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან. მე აქ ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი საიდანაც დაწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისათვის, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლების, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლების გადაჭრაზე,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში “გაერთიანებულ ოპოზიციას” კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, მმართველმა პარტიამ კი დავით სერგეენკო წარადგინა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული