კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებანიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია -...

ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ქარტიის პირველი პრინციპის (სიზუსტის) დარღვევა დაუდასტურა. სარჩელი ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე ,,კაწროს“ მეუღლემ, ნათია რუხაიამ შეიტანა:

,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ნათია რუხაიამ მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა,“ – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე ,,კაწროს“ მეუღლემ, ნათია რუხაიამ სარჩელი 2020 წლის 7 ივლისს, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეიტანა, რომლის თანახმადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ,,კაწროს” ჩართულობა იკვეთებოდა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...