პარასკევი, აპრილი 19, 2024

პუტინმა კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ “Эхо Кавказа” ავრცელებს.

პრეზიდენტმა თავად წამიკითხა განკარგულება, ეს მოვლენა მომილოცა და წარმატებები მისურვა. ეს მაღალი შეფასებაა, რომელიც ძალიან ძვირფასია”, – განაცხადა კადიროვმა “Чечня сегодня”-თან საუბარში.

კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინის ქვეითია და მზად არის მისი ყველაზე რთული ბრძანებები ნებისმიერ კონტინენტზე შეასრულოს.

“ამისთვის ჩვენ ყველაფერი გვაქვს – სურვილი, სრული მზადყოფნა, ტექნიკა, და ვინმეს კითხვები რომ არ გაუჩნდეს, გვაქვს იარაღის გამოყენების კანონიერი უფლება”, – განაცხადა კადიროვმა.

აღსანიშნავია, რომ მისთვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭება მას შემდეგ მოხდა, რაც კადიროვს, მის ცოლსა და ორ შვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული