კვირა, აგვისტო 3, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიმიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა...

მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა – თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის მიხეილ კალანდიას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, პატიმრობის 15 წლიანი ვადა, 11 წელსა და 3 თვემდე შეუმცირდა.

მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია, თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივლისს დააკავეს.

სასამართლოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები. ისინი ამ გადაწყვეტილებას მონურ მორჩილებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ და უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნას არავის შეარჩენენ:

მე სასამართლოში შესვლამდეც ვთქვი, რომ არაფერი შეიცვლებოდა. მოსამართლე დასკვნითი სიტყვის შემდეგ, ამ მტკიცებულებების მერე ამტკიცებს, რომ თურმე 20 წლის ბიჭი უნდა გავუშვათ ციხეში 11 წლითა და 3 თვით. ძალიან სარკაზმულია მათი მხრიდან ეს ყველაფერი და ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ ბრძოლას. არავინ ვაპირებთ დანებებას და გაჩერებას!

მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით არავის შევარჩენთ ციხეში იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანების ადგილი ციხეში არ არის,” – განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...