ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც იზრდება...

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც იზრდება – გიორგი ვაშაძე

დღეს პოლიტიკური პარტია “ახალი საქართველოს” მესამე, რიგგარეშე, ყრილობა გაიმართა. ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა პარტიის სახელის ცვლილება და დღეიდან პარტიის სახელწოდებად განისაზღვრა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი”. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მის პარტიას აქვს მზარდი რეიტინგი და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს ასობით ახალი წევრი უერთდება. ოპოზიციონერმა ლიდერმა მხარდაჭერებს ასევე გააცნო პარტიის გეგმები მომავალ არჩევნებში:

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, რეიტინგების მიხედვით, ვართ პოლიტიკური ძალა და იგი ერთადერთია, რომლის რეიტინგიც იზრდება. ყველას რეიტინგი მცირდება, ჩვენი რეიტინგი იზრდება.

მეორე: იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ საერთო ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ რა შემთხვევაში დავანარცხებდით “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს.  ფორმულა, რომლითაც ჩვენ ამ არჩევნებზე გავდივართ, ეს არის “მრავალფეროვნებით ერთიანობა”, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ, ერთიანი უნდა იყოს, თბილისში შემდგარი შეთანხმება შენარჩუნდეს და რეგიონებში მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დაყენებისას ასევე მოხდეს შეთანხმება, ხოლო რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება, რათა არ დაიკარგოს ოპოზიციის არცერთი ამომრჩევლის ხმა. მე აბსოლიტურად გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ჯერჯერობით ვართ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წევრი, მაგრამ მომავალ კვირაში გვექნება შეხვედრა პარტნიორ პარტიებთან, რა დროსაც წარვუდგენთ ჩვენს სტრატეგიას და გადავწყვეტთ – არჩევნებზე ერთად წავალთ თუ ცალ-ცალკე.

მესამე: ოპოზიციამ აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი ქილიკსა და ერთმანეთზე თავდასხმებზე, იმიტომ რომ ეს უნდა “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს. იყო ასეთი მცდელობები და მე პირდაპირ განვაცხადე მაშინ – “ოპოზიციის ოპოზიციონერობა ეს არის ხელისუფლების თამაში” და ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციურ ძალებს ერთმანეთზე თავდაუსხმელობის მემორანდუმის გაფორმება” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: ყრილობამ დაამტკიცა პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობა.

პოლიტიკური საბჭოს წევრებია: პაატა მანჯგალაძე, თეონა ჭალიძე, ედნარ მგელაძე, ანა კობახიძე, თამთა შამათავა, ნანა ტოხვაძე, გიორგი ხაბურზანია, ლაშა დიაროვი, დავით თოფურია, სერგო ჩიხლაძე, დავით ცეკვავა.

სარევიზიო კომისიის წევრებად დასახელდნენ: ალექსი ნონიაძე, ანა ბექაური, ვალისა ღვინჯილია და ანა მოსაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...