კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაჩვენ არ უნდა შევეგუოთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან ადამიანების...

ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან ადამიანების მძევლად აყვანას – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და გატაცების ფაქტთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ჰუმანიტარულ ტრაგედიებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამშვები პუნქტების დაკეტვასა, თუ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან ადამიანების მძევლად აყვანას:

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შევეგუოთ ჰუმანიტარულ ტრაგედიებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამშვები პუნქტების დაკეტვასა, თუ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან ადამიანების მძევლად აყვანას.

ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ასეთ სტატუსკვოს, უნდა მივისწრაფოდეთ დეესკალაციისაკენ ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი საშუალებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და ყველა მნიშვნელოვან პარტნიორს შორის დიალოგს გულისხმობს.

ამის მანიშნებელი იქნება ის, თუ რუსეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უფრო ფართო არეალზე მუშაობის საშუალებას მისცემს.

ეს იქნება მცირე, მაგრამ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციისა და ნდობის აღდგენისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. რის გარეშეც დიალოგისაკენ მოწოდებები საფუძველს მოკლებულია. დაბოლოს, კოვიდპანდემიამ მსოფლიო აიძულა საკუთარი თავისათვის შეეხედა და არჩევანი გაეკეთებინა იზოლაციასა და გლობალურ სოლიდარობას, კონფლიქტსა და გლობალურ სოლიდარობას შორის.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს არჩევანი ნათელია – ეს არის სოლიდარობისა და მშვიდობის არჩევანი,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...