ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩაერთულობისკენ, რათა...

მოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩაერთულობისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირება – გიორგი ვაშაძე

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ საომარ მდგომარეობას ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. მისი თქმით აღნიშნული სისხლიანი დაპირისპირება რუსეთის პროვიცირებული და აქტიური ხელშეწყობითაა, რის გამოც ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს სტრატეგიულ პარტნიორებს, პროცესებში აქტიური ჩართვისა და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად:

უკიდურესად შემაშფოთებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის ესკალაცია ან ფართომასშტაბიანი ქმედებები არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის.

გასათვალისწინებელია რუსეთის როლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კონფლიქტური სიტუაციების სათავისოდ მოგვარების მხრივ. იგი წლებია სომხეთის მოკავშირედ გვევლინება, თუმცა შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს – ეს არის ის ორმაგი თამაში, რომელიც უკვე გამოიარა საქართველომ.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩაერთულობისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მორიგი სამხედრო დაპირისპირებები, რომელიც სავალალო შედეგების მომტანი იქნება არა მარტო ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ განვითარების საშუალებას დაუკარგავს მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აღნიშნულ განცხაქდებას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გახრწნეს ევროპა ჰომოსექსუალების მფარველმა გაყიდულმა ჩინოვნიკებმა!” – დიმიტრი სამხარაძე

ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ...

“28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით...

“შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად,...

“კრიმინალი ბოლშევიკებისთვის უნდა აგვეკრძალა სწორედაც პოლიტიკაში ყოფნა…” – ბეჟან ჯავახია

პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძის მიერ პარტიების გაუქმების თაობაზე გაკეთებულ...

ლაშა ბუღაძე: “იცით, რატომ დაიჭირეს 9 შვილის დედა კიდევ ერთხელ? იმიტომ რომ…”

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე ფილოლოგის, მასწავლებლის, ლექტორის, 9...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...