spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"სტატუსის შინაარსით გვადანაშაულებ რაღაცაში და დავიბენი, მაგიტომაც დავაკომენტარე,...

“სტატუსის შინაარსით გვადანაშაულებ რაღაცაში და დავიბენი, მაგიტომაც დავაკომენტარე, თორემ არ მახასიათებს აქ კომენტარები” – ინგა გრიგოლია ნიკა გვარამიას ფეისბუკის პოსტზე აკომენტარებს

,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით საქართველოს მთავრობა რესპონდენტებს ,,მთავარ არხზე” კომენტარის გაკეთებას უკრძალავს. მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის მნიშვნელოვანი დეტალების გამოკვეთა სწორედ მისი გუნდის დამსახურებაა, თუმცა საპასუხოდ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან მხოლოდ აგრესია მიიღო. ნიკა გვარამია წუხილს, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოთქვამს და ინტერესდება თუ როგორ ახერხებენ ოპოზიციური არხების ჟურნალისტები მნიშვნელოვანი ფიგურანტების ჩაწერას:

,,მინდა ვკითხო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური არხებიდან, როგორ ახერხებდნენ ყოლოდათ რესპონდენტებად მაგალითად პანდემიის სამთავრობო ექიმები, ან ახლა შაქარაშვილის საქმეზე ნებისმიერი ადვოკატი ან სხვა ფიგურანტი? აი ისინი, ,,მთავარ არხზე” მოსვლა რომ აკრძალული აქვთ, ცხადია, მთავრობის მიერ და ფეხს ვერ შემოადგმევინებ ვერას გზით. როგორ ახერხებთ, კოლეგებო? ქებათა ქება თქვენს ნიჭსა და პროფესიულ უნარებს! ჩვენ, მაგალითად, შაქარაშვილის მეგობრებთან, მასწავლებლებთან, თანაგუნდელებთან შეხებაც კი აკრძალული გვაქვს, არა და, (ჯანდაბას, ჩემ სუბიექტურობას დავაბრალოთ), საქმე ჩვენ ამოვწიეთ, ჩვენ გავხსენით ლამის და დღე და ღამეს ვასწორებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ.

შედეგი: აგრესია ოჯახის, ხელისუფლების, ადვოკატების, რა ვიცი კიდე, ბებიების, ბაბუების, მეზობლების, არსებულების თუ არარსებულების მხრიდან…

ps: გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი სატელევიზიო აუდიტორია ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური ტელევიზიის აუდიტორიების ჯამს, ხოლო ინტერნეტ აუდიტორია – სამჯერ. ასე რომ, რაციონალური ახსნა ზემოთ მოყვანილს ვერ ექნება. უფრო ნიჭის და უნარების ნაკლებობას ვვარაუდობ ჩვენ მხარეს. ან იქნებ რამე ჯადო ან შელოცვაა და არ ვიცი?,”- წერს ნიკა გვარამია.

აღნიშნულ პოსტს, კომენტარებში ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და ნიკა გვარამიას მოსაზრებებს არასწორი უწოდა. ტელეწამყვანის თქმით, მისთვის გაურკვეველია თუ რაში ადანაშაულებს ,,მთავარი არხის” დირექტორი:

,,სტატუსის შინაარსით გვადანაშაულებ რაღაცაში და დავიბენი, მაგიტომაც დავაკომენტარე, თორემ არ მახასიათებს აქ კომენტარები, მე მყავს დღეს მისი მეგობრები და პირადად მივიღე შენი სტატუსი, პანდემიის დროს ექიმებს რაც შეეხება, რაც თავი მახსოვს ამირან გამყრელიძეს და თენგიზ ცერცვაძეს ვიცნობ და არც მათი სტუმრობისთვის დამჭირვებია ვინმეს ნებართვა, ის ვინმეები, ვისზეც მიანიშნებ, საერთოდ არ დადიან ჩვენს ეთერებში და გვაგინებენ დილიდან – ღამემდე, არ ხარ სწორი,” – წერს ინგა გრიგოლია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...