spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიაზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ბავშვებს ცხელი ხაზი...

აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ბავშვებს ცხელი ხაზი – 111 დაეხმარება

აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ბავშვებს, პრობლემის აღმოსაფხვრელად ფსიქოლოგებთან უფასო კონსულტაციის შესაძლებლობა ექნებათ. კომუნიკაცია ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით შედგება, რომელიც უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე მოემსახურება მოსურნეებს.

ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ღასან ხალილი ცხელი ხაზის ოპერატორებს პირადად შეხვდნენ და მონიტორინგის შედეგები განიხილეს:

,,პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი, საჭიროების მქონე პირებს, როგორც ერთჯერადად, ასევე სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ. აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კონსულტაციის სერვისი, უკვე არსებულ, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა.

ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ღასან ხალილი დღეს ადგილზე გაეცნენ. ისინი ცხელი ხაზის ოპერატორებს პირადად შეხვდნენ და მონიტორინგის შედეგები განიხილეს. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები.

111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან. ცხელი ხაზი – 111, ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შეიქმნა და 1 მაისიდან ფუნქციონირებს. ბავშვთა უფლებების ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს ბავშთა ფონდის დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით შეიქმნა და ის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ახორციელებს ინდივიდუალური და სიტუაციური რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას,“ – ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...