სამშაბათი, აპრილი 23, 2024

დღეიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებს უმასპინძლებს

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით, ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უნიკალური პარკი საქართველოს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეეძლებათ.

დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება.

მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეეძლებათ,”- ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული