კვირა, აგვისტო 3, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაფეისბუქში მოქალაქეთა ინტერესისა და ჩართულობის მიხედვით გიორგი ვაშაძე...

ფეისბუქში მოქალაქეთა ინტერესისა და ჩართულობის მიხედვით გიორგი ვაშაძე დაახლოებით 20-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს – “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი

“სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდმა სოციალურ ქსელში, რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით, ქართველ პოლიტიკოსთა გვერდების რეიტინგები და ამ გვერდებზე მომხმარებელთა ჩართულობის შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა. რეიტინგების შედარებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე აქტიური და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო, კვლავ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა. სოციალური ქსელების მონაცემებით აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერ ლიდერს „FACEBOOK”-ში ყველაზე უფრო აქტიური და სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან შედარებით მეტი რეიტინგი აქვს.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება “Facebook” გვერდების მფლობელებს მარტივად შეუძლიათ, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის ჩართულობის (Engagement) კომპონენტი, რომელიც მოიცავს აუდიტორიის ნებისმიერ აქტივობას კონკრეტული გვერდის პოსტებზე – “ლაიქებს”, კომენტარებს, გაზიარებებს, ბმულზე გადასვლას და ა.შ. რაც კარგად ასახავს საზოგადოების ინტერესს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მათი ოფიციალური გვერდების მიმართ.

მოქალაქეთა ინტერესისა და ჩართულობის მიხედვით გიორგი ვაშაძე დაახლოებით 20-ჯერ უსწრებს, მაგალითისთვის, გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...