სამშაბათი, ივლისი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა კრიზისის შემდგომი პერიოდის გონივრულად მართვა...

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა კრიზისის შემდგომი პერიოდის გონივრულად მართვა ისეთი სერვისების მიმართულებით, რომლებიც ბავშვთა ადრეულ განათლებაზე ზრუნავენ – თეკლე კაპანაძე

კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოსა და ევროპაში განსაზღვრული მიდგომების შესახებ საუბრობს თეკლე კაპანაძე, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ადრეული და სკოლამდელი განათლების მკვლევარი:

ევროპის დიდი ქვეყნების ნაწილში covid19 შეზღუდვების მოხსნის პირველი ნაბიჯები ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით გადაიდგა. ამის მთავარ მიზეზად ბავშვების პოზიტიური განვითარების ხელშეწყობა და დასაქმებული მშობლებისთვის სამუშაო დროის გამონთავისუფლება, შრომის ნაყოფიერების გაზრდა სახელდება, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს/კონკრეტულ თემებს კრიზისის შემდგომი პერიოდის დაძლევაში დაეხმარება როგორც ფინანსურ, ასევე ადრეული ასაკის ბავშვების ჯანსაღი განვითარების ნაწილში.

2020 წლის მარტის თვიდან დაიხურა საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები, რამაც ბავშვებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურობა კიდევ უფრო დაამძიმა. სკოლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტობის შენარჩუნებისთვის სავალდებულო რეკომენდაციები არ გაცემულა. საჯარო ბაღების ნაწილმა დამოუკიდებლად ან ბაღების გაერთიანებების ინიციატივით დაიწყეს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ელექტრონულ სწავლებაში ჩართული აღმზრდელები ამბობენ, რომ აღსაზრდელების ოჯახების ნაწილს არ ჰქონდა ინტერნეტი ან კომპიუტერი/პლანშეტი ან აქტივობების დროს გამოსაყენებელი საკანცელარიო მასალები, რაც საგრძნობლად ართულებდა მუშაობას. ამის გარდა, საჭირო იყო სასწავლო პროგრამის ცვლილება და სახლის პირობებში ხელმისაწვდომი აქტივობების მოძიება ისე, რომ ელექტრონულად შესასრულებელი და ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რათა სასწავლო წლის დასასრულისთვის დასახული მიზნებისთვის მიეღწიათ. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა აღმზრდელებისთვის. კერძო ბაღების ნაწილმა, კი ხელფასებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაძლევის მიზნით, დისტანციური სწავლების ფასიანი სერვისები შეიმუშავეს, რისი გადახდაც ოჯახების ნაწილმა ვერ შეძლო. ამ ყველაფერმა განათლების ხელმისაწვდომობასა და თანასწორობაზე იქონია გავლენა.

არავინ დაობს იმაზე, რომ covid19 მოულოდნელი და ცალსახად კრიზისული ეტაპია ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, თუმცა ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები კარგად აჩენს სახელმწიფო მართვის პრიორიტეტებს. სწორედ ამიტომ, ახლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა კრიზისის შემდგომი პერიოდის გონივრულად მართვაა განსაკუთრებით ისეთი სერვისების მიმართულებით, რომლებიც ბავშვთა ადრეულ განათლებაზე ზრუნავენ.

ჩვენ ვნახეთ პრემიერის განცხადება, რომ 6 ივლისიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. იხსნება სპორტ-დარბაზები, საცურაო აუზები და სასტუმროები, დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც. თუმცა, საბავშვო ბაღების (კერძო/საჯარო) მუშაობის აღდგენაზე ჯერ კიდევ არავინ საუბრობს. ასევე, ამ დროისთვის შეჩერებულია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პროექტი “საზაფხულო ბაღები”, რომლის ფარგლებშიც, თბილისში, ყოველ ზაფხულს 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა.

საქართველოში არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა, რას უპირებენ იმ კერძო საბავშვო ბაღებს, რომლებიც კოტრდება/იხურება. ამასთან, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ, განმავითარებელი საგანმანათლებო აქტივობების შემცირებამ რა გავლენა მოახდინა ბავშვებზე, ისედაც მოწყვლადი ჯგუფებიდან. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოხდეს საბავშვო ბაღების ფუნქციონირების აღდგენისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, რაც შეიძლება სწრაფად. უნდა შეფასდეს და გაიწეროს დაკარგული საკონტაქტო საათების რისკები და შემუშავდეს მათი აღდგენის სქემა.

მოვუწოდებთ განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის და ჯანდაცვის სამინისტროებს, დეტალურად გაიწეროს რეგულაციები, რისი დაკმაყოფილების შედეგად უმოკლეს ვადებში მოხერხდება ბაღების ნაწილის გახსნა მაინც მთელი საქართველოს მასშტაბით,” – აცხადებს თეკლე კაპანაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...