პარასკევი, მაისი 3, 2024

კორონავირუსი კვლავ რჩება “ქართული ოცნების” საუკეთესო პარტნიორად არჩევნების წინ – სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი, სტრატეგია აღმაშენებლის თანაავტორი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება ჯანდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მთავრობას, პარლამენტის ნებართვის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, უფლება ეძლევა 1 იანვრამდე დააწესოს ან გაახანგძლივოს ნებისმიერი შეზღუდვა კორონავირუსის გამო:

მსგავსი შეზღუდვები აბსოლუტურად დაუშვებელია. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჯანდაცვის საჭიროებების საფარქვეშ ხდება,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეის თანაავტორი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ეპიდემია მოსახლეობის დასაშინებლად და თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენოს.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც მთავრობა მსგავს შეზღუდვებს და უფლებებს იყენებს როგორც მძლავრ ბერკეტს წინასაარჩევნო პერიოდში მანიპულირებისთვის.

მთავრობის მსგავსი დაუსაბუთებელი უფლებები ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევანის და აზრის გამოხატვის პრინციპებს. მითუმეტეს, არანაირი ეპიდემიოლოგიური წინაპირობა და საჭიროება მსგავსი კანონის მიღებისა არ არსებობს.

როგორც ჩანს, კორონავირუსი კვლავ რჩება “ქართული ოცნების” საუკეთესო პარტნიორად არჩევნების წინ,” – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული