სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებისომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა

სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის კონფლიქტი გვიან ღამით კვლავ გაგრძელდა. აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მალავს, თუმცა ცნობილია აზერბაიჯანული მხარის დანაკარგი. გვიან ღამით ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. მათივე თქმით, ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის გენერალ-ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის მიმართულებით, სოფელ აღდამთან ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, თუმცა ამ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს და კატეგორიულად უარყოფს.

მეზობელ სახელწიფოებს შორის კონფლიქტს გამოეხმაურა თურქეთიც. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ანკარა შეიარაღებულ კოფლიქტში სომხეთს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. შეტაკებების მეორე ეტაპზე ცნობილია, რომ აზერბაიჯანს 3 გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

სომხეთი კი დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ დანაკარგი არ აქვთ, რასაც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანი და მეზობელ ქვეყანას ტყუილში ადანაშაულებს.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ხაბე რომ გეგოიმებათ და ბესელიას ეფარცქვალებით…” – მაია ნადირაძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის მაია ნადირაძის...

“მის გაიძვერობას, სიხარბესა და ფულის პათოლოგიურ სიყვარულს საზღვარი არა აქვს” – დოდონა კიზირია ბიძინა...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია, კონკრეტულ მომენტებზე ამახვილებს...

“ცოტა ვერ დაგეწიეთ მორალში, რას ნიშნავს გოგონები დგებუაძეს არ დაემსგავსნენ და გამოკითხვაზე თქვეს, მოქნეული...

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მმართველი პარტიის მხარდამჭერები პატიმრობიდან გაათავისუფლეს,...

“ეს რატომ უნდა მიკითხავდეს მე მორალს?!” – ელისო კილაძე სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავის პოზიციას აფიქსირებს...