სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პარლამენტში დაჩქარებული წესით ინიცირებულ სამ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც გულისხმობს ბიზნეს კონკურენციის კანონში, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში ცვლილებებს:

დღეს და ხვალ, ე.წ. დაჩქარებული წესით, პარლამენტი მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ.

ესენია:

  • ცვლილებები კონკურნციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას;
  • ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე;
  • ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის (5 პროცენტზე მეტის) გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების (სემეკი) ნებართვის გარეშე.

სამივე კანონი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას.

ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას( წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტი წყვეტს მუშაობას).

ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა.😡

P.S. ორი კანონის, კომუნიკაციების და ენერგეტიკის მიღების მაპროვოცირებელი იყო ”კაუკასუს ონლაინის” (ხვიჩა მაქაცარია) მიერ საკუთარი წილის49 პროცენტის კანონდარღვევით მიყიდვა ოფშორულ კომპანიაზე, რომლის უკანაც დგას ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი (ცნობილი ე. წ. ”პანამური დოსიედან”).

ამ კანონების მიღების მოტივი ასევე არის თბილგაზის (აქაც ხვიჩა მაქაცარია ანუ კალაძე) ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესაძლო გასხვისება იმავე მეთოდით, როგორც ეს მოხდა ”კაუკასუსის” დროს.

ეს კანონები შიდა სახელისუფლებო კლანების ბრძოლის ამსახველიცაა.

მიზანი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ შესრულების გზები ცუდი. ამიტომ, სამწუხაროდ ამ კლანურ ბრძოლაში ძალაუნებურად გვიწევს დავიჭიროთ კალაძე-მაქაცარია-რუხაძე-რამიშვილი-ჯოხთაბერის და კომპანიის მხარი, ვეწინააღმდეგებით რა ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვას და კანონების მიღებას აღნიშნული ფორმით. ამავე დროს, არც ის გვინდა რომ გამეორდეს, როცა ”როსნეფტმა” კანონდარღვევით შეიძინა ფოთის ტერმინალი და შერჩა ხახვივით.

რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ბექაურს, რომელიც არის კომუნიკაციების და მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტების ინიციატორი და რომელმაც ორი ფრონტი გახსნა-ბიზნეს-ბობოლებისა და მედიის წინააღმდეგ, მოუვიდა ბრიყვული შეცდომა. ახლა კი მოხსნა დღის წესრიგიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მაგრამ უკვე გვიანაა. საშინელი რისხვა დაატყდა თავს და სავსებით სამართლიანად. მის მიერ ინიცირებულ კანონებს, კარგიც რომ იყოს, ნდობა მაინც არ ექნება მრავალ გარემოებათა გამო.

ასე ვართ გაჩხერილები სხვების ომში და ვცდილობთ ნაკლები ზინი მიადგეს ქვეყანას. ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, სამწუხაროდ, ეს ძალიან ძნელია,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რომან გოცირიძე.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული