პარასკევი, აპრილი 19, 2024

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება – რეგულაციები კიდევ შემსუბუქდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება და ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე არაუმეტეს 200 ადამიანის დასწრება:

როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკის გახსნის პროცესი კვლავ გრძელდება. დღეიდან ნებადართულია კულტურული ღონისძიებების განხორციელება ღია სივრცეში და საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ნებადართული ხდება რეპეტიციების განხორციელება დახურულ სივრცეში, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ კულტურული ღონისძიებების ჩატარება მოხდეს ღია სივრცეეში.

ყველა ღონისძიება უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილო პროტოკოლის შესაბამისად, სოციალური დისტანციის დაცვით და ზედა ზღვარი თითოეულ ღონისძიებაზე იქნება არა უმეტეს 200 ადამიანისა,” – განაცხადა სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბექა ფერაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული