პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფაა, არის ვიწრო წრე ჭიათურის მძარცველების, დანარჩენი მოსახლეობა კი ღარიბდება – გიორგი ვაშაძე

პარტია “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფაა, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია, ხოლო ვიწრო წრე ადამინებისა ძარცვავს ჭიათურას. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ აქ მოსახლეობის ინტერესები არ არის გათვალისწინებული და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მიექცეს ყურადღება ქალაქს:

ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფაა. არის ვიწრო წრე ჭიათურის მძარცველების, დანარჩენი მოსახლეობა კი ღარიბდება და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

არცერთი ადგილობრივი მოსახლის ინტერესი არ არის გათვალისწინებული, მაგალითად თქვენ ხედავთ რა ხდება სოფელ დარკვეთში.

ვპირდები იმ ადამიანებს, რომლებიც ძარცვავენ საქართველოს, – ეს არ შეგრჩებათ! ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობის ინტერესი იყოს დაცული და ქალაქი დაემსგავსოს ქალაქს და არა ისე, როგორც ახლა არის გავერანებული, ფაქტობრივად გატყიურებული სოფლები, გადათხრილია თავიდან ბოლომდე ყველაფერი. არცერთი ნაბიჯი უკან და პირობას ვდებ, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მოსახლეობის ინტერესების დაცვა,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერ ლიდერს შეხვედრები ჰქონდა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, რომლებიც თავიანთ და რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ. ყურადღება გამახვილდა იმ სამუშაოებზე, რასაც “ჯორჯიან მანგანეზი” აწარმოებს და რის შედეგადაც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ექმნებათ:

როგორც მოსახლეობამ ვიცით სააქციო საზოგადოება “ჯორჯიან მანგანეზი” აწარმოებს სამუშაოებს, როგორც მიწისქვეშა ისე ღია კოოპერატორები, ეს არის ის გარემო, სადაც არ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა პრობლემა იმდენად მძიმეა, რომ ამის გაგრძელება ასე არ შეიძლება ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, გვაქვს ჩამოყალიბებული კატეგორიული ფაქტები, რის გამოც არ ვაპირებთ, რომ ჩაგვთვალეთ ადამიანებად პირველ რიგში ვითხოვთ მოხმარებას სახელმწიფოსაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ალტერნატიული გზა იქნება გამონახული. ფინანსური ევაკუაცია, პარსელაც კი არ დარჩება, რაზეც არ გადაიხდიან მატერიალური, მორალური ფიზიკური ზიანის ანაზღაურება სარჩო აღარ არის, კერძო საკუთრებას გვართმევენ, გვავიწყდება წარსული, არსებული რეალობა მძიმეა და ამ რეალობიდან მომავლის იმედი აღარ გვაქვს,” – აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი ნელი გაფრინდაშვილი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული