ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კუს ტბის საბაგირო გზამ მუშაობა განაახლა – თბილისის მერია

პანდემიის გამო გაჩერებულმა კუს ტბის საბაგირო გზამ მუშაობა დღეიდან განაახლა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით მგზავრებს ისევე, როგორც სხვა ტრანსპორტში საბაგიროშიც, მოუწევთ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე აუცილებელი მოთხოვნაა, რომ გონდოლაში მგზავრთა რაოდენობა 4 ადამიანზე მეტს არ შეადგენდეს:

პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი,” – ვკითხულობთ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იგივე განცხადებაში საუბარია რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე, რომელიც ჯერ ისევ დაკეტილი რჩება.

შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება,” – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული