spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქიულ კლანური მმართველობა „ქართული...

საქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქიულ კლანური მმართველობა „ქართული ოცნების“ სახით – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ს მიერ საქართველოსთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეცედენტი არ არსებობს, როცა ამერიკის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი რამეს ამტკიცებს, ის შეიცვალოს კენჭისყრის დროს. ამიტომ, ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ ხელი აიღოს კორუფციულ გარიგებებზე, მედიაზე თავდასხმებისაგან, ასევე, სასამართლოში შექმნილი კლანური მმართველობისაგან:

ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა სანქციები საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქიულ კლანური მმართველობა „ქართული ოცნების“ სახით. ეს სანქციები პრობლემას უქმნის არა პირადად ივანიშვილს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს, თითოეულ მოქალაქეს.

ივანიშვილის მავნებლური რეჟიმიდან გამომდინარე ჩვენ მივედით იმ ზღვრამდე, რომ რუსეთთან ერთად ჩვენს რეგიონში ერთი გამონაკლისია საქართველო, რომლის მიმართაც სანქციების გამოყენება უწევს ამერიკას.

მეგობრებო, პრეცედენტი არ არსებობს, რომ ამერიკის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი რასაც ამტკიცებს, ის შეიცვალოს კენჭისყრის დროს.

რა არის გამოსავალი? – პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნების“ რეჟიმი.

რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ იმისათვის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაიკ პომპეო მივიდეს კონგრესში და უარი ათქმევინოს ამერიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ სანქციებზე.

გეტყვით რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი: უნდა დაასრულოს კლანური მმართველობა სასამართლო ხელისუფლებაში; მეორე: ხელი უნდა აიღოს იმ კორუფციული სქემებისაგან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი; მესამე: უნდა გაუხსნას გზა დასავლურ ინვესიტიციებს; მეოთხე: უარი უნდა თქვას მედიის შეზღუდვაზე და მედიაზე თავდასხმაზე; მეხუთე: გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები; მეექვსე: უარი თქვას სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე; მეშვიდე: რეალურად დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს და უარი თქვას რუსეთთან თანამშრომლობაზე; მერვე: უარი თქვა ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელზეც ამ დოკუმენტებშია საუბარი და ა.შ.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...