ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმამუკა ბახტაძე: "სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11 ისე მე-12 კლასის...

მამუკა ბახტაძე: “სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11 ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს”

ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრი, ასევე გამოეხმაურა განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მე-11 კლასელებისათვის საატესტო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ მიიღო გადაწყვეტილება, უკვე წელს, მე-12 კლასელებისათვისაც დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა:

მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11 ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს”

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდები 2019 წელს მე-11 კლასისთვის, ხოლო 2020 წელს – მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოეხსნა. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გამოცდების მოხსნა ორივე დამამთავრებელი კლასისთვის გადაწყდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ეს სისტემა მხოლოდ 2020 წლიდან შეიცვლება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...