განათლება არის ნომერ პირველი ამოცანა და საკითხი, რომელსაც სახელმწიფოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს – გიორგი ვაშაძე

144

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი ნანა ტოხვაძე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „ახალ ქართულ გიმნაზიაში“ პედაგოგებს შეხვდნენ და განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს.

განათლება არის ნომერ პირველი ამოცანა და საკითხი, რომელსაც სახელმწიფოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში „ახალი ქართული გიმნაზია,’’ სადაც ვისაუბრებთ სწორედ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს განათლების სფეროშია, მაგალითად მუდმივი ექსპერიმენტები განათლებაში, მასწავლებლებზე მოსწავლეებზე, რითიც საბოლოო ჯამში ვზიანდებით მთლიანად სახელმწიფო, ჩვენ, ჩვენი შვილები, მასწავლებლები.

ჩვენ წარვადგინეთ ძალიან კომპლექსური გეგმა განათლების რეფორმაზე და გვსურს ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც აწუხებთ სკოლას, მოსწავლეებს, ასევე განვიხილავთ პედაგოგებს და ზოგადად რა პრობლემებია ქვეყანაში განათლების სფეროს მიმართულებით.

როგორც გაირკვა ჩვენ დისტანციური სწავლებისათვის არ ვიყავით მზად, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს, რომ არ ვემზადებით ახალი სასწავლო სეზონისათვის, რომ შესაძლოა დაგვჭირდეს ისევ დისტანციური სწავლება და არანაირი წინასწარი სამზადისი არ მიმდინარეობს კერძო სკოლებს თავისუფლება არ აქვთ საგანმანათლებლო პროცესში და ზერეგულირებულია ეს ყველაფერი,’’ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები